„ღვინის კლასი“ არის მცირე, განვითარებადი ღვინის საწარმო წინანდლიდან, რომელიც 2023 წელს დაარსდა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც ტრადიციული კახური მეთოდებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის წარმოებას. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით: კლასიკური ღვინო, ქვევრის ღვინო, კახურად დაყენებული ღვინო, პეტ-ნატი, ჭაჭა და ადგილწარმოშობის დასახელების ხაზები, როგორიცაა წინანდალი და ქინძმარაული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება, სტაბილური ხარისხი და მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელიც ავლენს ქართული მეღვინეობის სიღრმეს და უნიკალურობას.