ღვინის კლასი
ოჯახური ტრადიციებითა და თანამედროვე მიდგომებით შექმნილი ღვინო, რომელიც ვაზის უნიკალურ ხასიათს და ქართული მეღვინეობის სულიერებას აერთიანებს
ჩვენ შესახებ

„ღვინის კლასი“ არის მცირე, განვითარებადი ღვინის საწარმო წინანდლიდან, რომელიც 2023 წელს დაარსდა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც ტრადიციული კახური მეთოდებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის წარმოებას. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით: კლასიკური ღვინო, ქვევრის ღვინო, კახურად დაყენებული ღვინო, პეტ-ნატი, ჭაჭა და ადგილწარმოშობის დასახელების ხაზები, როგორიცაა წინანდალი და ქინძმარაული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება, სტაბილური ხარისხი და მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელიც ავლენს ქართული მეღვინეობის სიღრმეს და უნიკალურობას.

ჩვენი მისია

„ღვინის კლასის“ მისიაა მაღალი ხარისხის, სანდო და ხელმისაწვდომი პროდუქციის შექმნა, სადაც ტრადიცია, პროფესიონალიზმი და თანამედროვე მიდგომები ერთიანდება. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ღვინო, რომელიც ცოდნისა და გამოცდილების შედეგია.

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვსურს, რომ „ღვინის კლასი“ მომავალში იქცეს ისეთ ბრენდად, რომელიც ადვილად იცნობა ხარისხით, მრავალფეროვანი ასორტიმენტით და მუდმივი განვითარებით. ვისწრაფვით, რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები ორგანულად გავაერთიანოთ და შევქმნათ პროდუქცია, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გამორჩეული იქნება.

პროდუქტები

ROSÉ – როზე

25.30 
როზე დამზადებულია საფერავის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო ხასიათდება  ვარდისფერი შეფერილობით. შეიგრძნობა მარწყვის, ჟოლოს, ვარდის და მოცხარის დახვეწილი არომატები. გემოზე არის ჰარმონიული, დაბალანსებული სასიამოვნო სიტკბოთი და ხანგრძლივი, ხავერდოვანი დაბოლოებით. 11,5% ალკოჰოლი

SAPERAVI – საფერავი

29.95 
ღვინო დამზადებულია 100% საფერავის ყურძნის ჯიშისგან. აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, იასამნისფერი ელფერით. ხასიათდება შავი ქლიავის, ალუბლის, მაყვლისა და კენკრის არომატებით. გემოზე არის დაბალანსებული და სტრუქტურირებული, გამოკვეთილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. 12% ალკოჰოლი

RKATSITELI KAKHURAD – რქაწითელი კახურად

25.75 
ღვინო დამზადებულია 100% რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან, დაყენებული ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ღვინოს აქვს მდიდარი და დახვეწილი გემო. გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. გემოზე არის დაბალანსებული, ჰარმონიული, სასიამოვნო მჟავიანობით, ხავერდოვანი ტანინებითა  და ხანგრძლივი დაბოლოებით. 12% ალკოჰოლი

TSINANDALI – წინანდალი

25.50 
თეთრი, მშრალი ღვინო „წინანდალი“ დამზადებული წინანდლის მიკროზონაში მოკრეფილი რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი, მომწვანო შეფერილობით. აქვს სასიამოვნო თეთრი ხილის და ციტრუსის არომატები. გემოზე არის დაბალანსებული, გამოკვეთილი მჟავიანობით. 12% ალკოჰოლი

KINDZMARAULI – ქინძმარაული

32.30 
ნახევრადტკბილი ღვინო დამზადებულია საფერავის ყურძნის ჯიშისგან.  ღვინო ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი ელფერით და მაყვლის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მწიფე ალუბლის არომატებით. გემოზე არის ჰარმონიული, ხავერდოვანი და დაბალანსებული სასიამოვნო სიტკბოთი და ხანგრძლივი დაბოლოებით. 11,5% ალკოჰოლი

სიახლეები