ნახვა 9 12 18 24

ROSÉ – როზე

25.30 
როზე დამზადებულია საფერავის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო ხასიათდება  ვარდისფერი შეფერილობით. შეიგრძნობა მარწყვის, ჟოლოს, ვარდის და მოცხარის დახვეწილი არომატები. გემოზე არის ჰარმონიული, დაბალანსებული სასიამოვნო სიტკბოთი და ხანგრძლივი, ხავერდოვანი დაბოლოებით. 11,5% ალკოჰოლი

SAPERAVI – საფერავი

29.95 
ღვინო დამზადებულია 100% საფერავის ყურძნის ჯიშისგან. აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, იასამნისფერი ელფერით. ხასიათდება შავი ქლიავის, ალუბლის, მაყვლისა და კენკრის არომატებით. გემოზე არის დაბალანსებული და სტრუქტურირებული, გამოკვეთილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. 12% ალკოჰოლი

RKATSITELI KAKHURAD – რქაწითელი კახურად

25.75 
ღვინო დამზადებულია 100% რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან, დაყენებული ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ღვინოს აქვს მდიდარი და დახვეწილი გემო. გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. გემოზე არის დაბალანსებული, ჰარმონიული, სასიამოვნო მჟავიანობით, ხავერდოვანი ტანინებითა  და ხანგრძლივი დაბოლოებით. 12% ალკოჰოლი

TSINANDALI – წინანდალი

25.50 
თეთრი, მშრალი ღვინო „წინანდალი“ დამზადებული წინანდლის მიკროზონაში მოკრეფილი რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი, მომწვანო შეფერილობით. აქვს სასიამოვნო თეთრი ხილის და ციტრუსის არომატები. გემოზე არის დაბალანსებული, გამოკვეთილი მჟავიანობით. 12% ალკოჰოლი

KINDZMARAULI – ქინძმარაული

32.30 
ნახევრადტკბილი ღვინო დამზადებულია საფერავის ყურძნის ჯიშისგან.  ღვინო ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი ელფერით და მაყვლის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მწიფე ალუბლის არომატებით. გემოზე არის ჰარმონიული, ხავერდოვანი და დაბალანსებული სასიამოვნო სიტკბოთი და ხანგრძლივი დაბოლოებით. 11,5% ალკოჰოლი